(+995) 599 694 790      
Khreiti1@mes.gov.ge      
ჭაითურა, სოფ. ხრეითი      






                                           

  
       
            
             
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის #1  საჯარო სკოლის მოკლე ისტორია
             
        ხრეითი ერთ-ერთი უძველესი სოფელია ზემო იმერეთში. მდიდარი და მრავლის მომცველია მისი ისტორია. ხრეითის პირველდასახლებათა შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ქართველი და უცხოელი ავტორები- ვახუშტი ბაგრატიონი, ჟან ფრანსუა გამბა, გუნდენშტეინი, ნიკიფორე ტულოჩანოვი და სხვები.
      1891 წელს სოფელ ხრეითში ლოლაძეების წმინდა გიორგის ეკლესიასთან გაიხსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. აღნიშნულ სკოლაში წერა-კითხვასა და ღვთისმეტყველებას ასწავლიდა ადგილობრივი მღვდელი ერმალო ჯაფარიძე.
      1913 წელს სოფელ ხრეითში, მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მთამსვლელმა ქალმა ალექსანდრა ჯაფარიძემ გახსნა წერა-კითხვის სწავლების ოთხკლასიანი სკოლა, რომლის გამგეც და ყველა საგნის მასწავლებელი თავად ქალბატონი ალექსანდრა იყო.
      1933 წელს ოთხკლასიანი სკოლა გადაკეთდა შვიდკლასიან სკოლად. 1939-40 წლებში სოფელ ხრეითში გაიხსნა სრული საშუალო სკოლა, რომლის პირველი დირექტორი იყო ბაგრატ აბესაძე.
      1964 წელს სოფლის ცენტრში აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა 420 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი კაპიტალური შენობა. ხრეითში აღიზარდა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი უდიდესი ქართველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე, ცნობილი დრამატურგი მიხეილ ჯაფარიძე, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებელი ტრიფონ ჯაფარიძე, ცნობილი ექიმი ზაქრო ლოლაძე, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვიქტორ ჯაფარიძე, პროფესორი მერაბ გოცაძე, დავით კაპანაძე, ცნობილი იურისტი კაზმერ ცხადაძე, კახაბერ სოფრომაძე, ექიმი ნევროლოგი ბუხუტი მიხელიძე, ზურაბ ლოლაძე, ნანა სამაკაშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ ჯაფარიძე, ცნობილი სპორტული კომენტატორი თემურ ჯაფარიძე და სხვები.
      დღეს სკოლა ატარებს ხრეითის სახალხო განათლების ფუძემდებლისა და მსოფლიოში ცნობილი ქართველი მთამსვლელი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის სახელს.
     
 
 
 
 
   
     
       
             
             
             
             
 
სიახლეები 
ჩანაწერი არ მოიძებნა...
     
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
      .